Thumbnail

‘ლეიკერსის პროგრესი დევისის დამსახურებაა და ლებრონმა ეს იცის’ - Fox Sports

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • Fox Sports-ის ექსპერტმა ლეიკერსის პროგრესზე ისაუბრა
  • მისი თქმით, გუნდის წარმატებები ამ სეზონში ენტონი დევისის დამსახურებაა

Fox Sports-ის საკალათბურთო ექსპერტ რობ პარკერს მიაჩნია, რომ ლოს ანჯელეს ლეიკერსის პროგრესი 2019/2020 წლების სეზონში ენტონი დევისის დამსახურებაა, რომელიც გუნდში 2019 წლის ზაფხულში მივიდა.

ლებრონ ჯეიმსი ლეიკერსში უფრო ადრე, 2018 წლის ზაფხულში გადავიდა, მაგრამ მან ლოს ანჯელესური კლუბი NBA-ს პლეი ოფშიც კი ვერ გაიყვანა. ჩაგდებული სეზონის შემდეგ, ლეიკერსმა ენტონი დევისი გადაიბირა და ახლა გუნდს 53 თამაშის შემდეგ 41 მოგება აქვს (მხოლოდ 12 მარცხი) და დასავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს.

“გაიხსენეთ ლეიკერსის თამაში და შედეგები წინა სეზონში. ისინი პლეი ოფშიც კი ვერ გავიდნენ. ლებრონი ხვდება, რომ იგი ჩემპიონატს მარტო ვერ მოიგებს. ამიტომაც გაცვალეს ახალგაზრდა მოთამაშეები დევისში. წელს ლეიკერსს ჩემპიონობაზე რომ აქვს პრეტენზია, ეს სწორედ დევისის დამსახურებაა და ლებრონმა ეს იცის. ჰო, მას გიჟური სტატისტიკა აქვს, მაგრამ კიდევ სჭირდებოდა ვინმე. ლეიკერსმა ამიტომაც გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ენტონი დევისი ხელში ჩაეგდო,” - განაცხადა ჟურნალისტმა Fox Sports-ის ერთ-ერთ შოუში.

2019/2020 წლების სეზონში ენტონი დევისი საშუალოდ მატჩში 26,6 ქულას, 9,2 მოხსნას და 3,3 პასს აგროვებს, ხოლო ლებრონ ჯეიმსი კი - 25,0 ქულას, 7,8 მოხსნას და 10,8 პასს. ლეიკერსის 5 ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლიდან 4-ში (ქულები, მოხსნები, ჩაჭრები, დაფარებები) ენტონი დევისი ლიდერობს, ლებრონი მას მხოლოდ პასებში ჯობნის.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები