Thumbnail

რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენი გასახდელი მორგს ჰგავდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რუსეთის ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ორივე მატჩი დათმო
  • ლინ ჯონსმა ბელგიასთან წაგებული მატჩი და ცუდი სტარტი შეაფასა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეტოქემ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რუსეთმა ორივე მატჩი წააგო. რუსებმა პირველი მატჩი ესპანეთთან დათმეს, რის შემდეგაც ბელგიის ეროვნულ გუნდთან განადგურდნენ.

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, უელსელმა ლინ ჯონსმა, ესპანეთთან და ბელგიასთან გამართული მატჩები შეაფასა.

ლინ ჯონსი: "ბელგიასთან გამართული მატჩის შემდეგ, ჩვენი გასახდელი მორგს ჰგავდა. მორალურად გავტყდით. მორაგბეებმა გასახდელში იმაზე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა გამოსწორებულიყო სიტუაცია. ორივე შემთხვევაში მეტოქემ დაგვჩაგრა.

ჩემი ამოცანა სიტუაციის გამოსწორება და რუსული რაგბისთვის მომავალის შექმნაა, როგორც ამას ესპანეთი, პორტუგალია, ურუგვაი, ბრაზილია, ჩილე და სხვა ქვეყნები აკეთებენ. ამჯერად ისევ ერთ ადგილზე ვართ. თუ რუსეთში რაგბი არ განვითარდება, ის აუცილებლად მოკვდება. ჩვენ იმ 9 მოთამაშის გარეშე ვითამაშეთ, რომლებიც იაპონიაში გვყავდა. მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნით, უკან არ უნდა დავიხიოთ."

კომენტარები

ბოლო ამბები