Thumbnail
  • სპორტის მინისტრის ულტიმატუმი ბელარუსის ნაკრებს
  • ბელარუსის ნაკრების საბოლოო 18-კაციანი სია შეკრებისთვის

26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარდფინალურ მატჩში ბელარუსის ნაკრებს ხვდება. ხვალიდან ვლადიმირ ვაისის ნაკრების მეტოქე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეკრებას იწყებს, 23 თებერვალს კი უზბეკეთს ამხანაგურ მატჩს ეთამაშება. 

📋 მეტი თემაზე: საქართველო V ბელარუსი:

მეტოქის ბანაკში პრობლემებია, რაც იმან გამოიწვია, რომ ნაკრების შეკრება ფიფას კალენდრით გათვალისწინებულ ვადებში არ არის და ზოგიერთი კლუბი ნაკრებში ფეხბურთელების გაშვებაზე უარს აცხადებდა. საბოლოოდ, ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის, სერგეი კოვალჩუკის ჩარევის შემდეგ ეს საკითხი მოგვარდა და ნაკრების თავკაცმა მიხაილ მარხელმა დღეს ნაკრებში გამოძახებულთა საბოლოო სია გამოაცხადა. 

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • საქართველო
  • ბელარუსი

თავაც მინისტრი კოვალჩუკი კი კიდევ ერთი განცხადების გამო მოხვდა ყურადღების ცენტრში: "წლების განმავლობაში პირველად, ბელარუსის ნაკრებს უნიკალური შანსი მიეცა, მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. მხოლოდ ორი ნაბიჯის გადადგმაღა რჩება მიზნამდე".

კოვალჩუკმა ასევე გარკვევით განაცხადა, რომ თუ ბელარუსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავა, ქვეყანაში ფეხბურთის დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდება. "ასეთი მეთოდი მხოლოდ ფეხბურთში არ მოქმედებს, ასეა სპორტის სხვა სახეობებშიც", - ახსნა სპორტის მინისტრმა თავისი გადაწყვეტილება. 

სპორტის დაფინანსება ბელარუსში 

ბელარუსში სპორტის 25-მდე სახეობა მიიჩნევა პრიორიტეტულად და ამ სახეობებზე ნაწილდება სახელმწიფო დაფინანსების 70% სპორტში. ბუნებრივია, ამ სიაში ფეხბურთიცაა, თუმცა სახელმწიფო, საქართველოსგან განსხვავებით, კლუბებს თითქმის არ აფინანსებს. ასე რომ, შეზღუდვები ისევ ბელარუსის სხვადასხვა ნაკრებებს შეეხება.

ბელარუსის ნაკრების განაცხადი უზბეკეთთან მატჩისთვის

23 თებერვალს ბელარუსი უზბეკეთს დაუპირისპირდება

მეკარეები: პაველ პავლიუჩენკო (დინამო ბრესტი), ეგორ ხატკევიჩი (ისლოჩი)

მცველები: სერგეი პოლიტევიჩი, სერგეი მატვეიჩიკი, იგორ ბურკო (ყველა - შახტიორი სოლიგორსკი), ალექსანდრ პავლოვეცი (დინამო ბრესტი), მაქსიმ შვეცოვი (დინამო მინსკი), სერგეი კაპროვიჩი (ისლოჩი)

ნახევარმცველები: სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნეჰაიჩიკი (ყველა - ბატე), ნიკიტა კორზუნი (ვილაფრანკენეშე, პორტუგალია), იური კენდიში, დმიტრი პოდსტრელოვი (ორივე შახტიორი სოლიგორსკი), ივან ბახარი (დინამო მინსკი), სერგეი ვოლკოვი (ვიტებსკი)

თავდამსხმელები: დენის ლაპტევი (დინამო ბრესტი), ვიტალი ლისაკოვიჩი (შახტიორი სოლიგორსკი).  

კომენტარები

ბოლო ამბები