Thumbnail
  • ბიქსენ ლიზარაზუმ იურგენ კლოპის ლივერპულზე ისაუბრა
  • ფრანგის აზრით, გვარდიოლას ფეხბურთი უკვე წარსულია

ბიქსენ ლიზარაზუს სახით ლივერპულს ახალი ცნობილი ფანი ჰყავს. ახლო წარსულში ცნობილმა ფრანგმა მარცხენა მცველმა კიკერთან ინტერვიუში მერსისაიდულ კლუბზე და მის მწვრთნელ იურგენ კლოპზე ისაუბრა. 

“ამ ფორმაციის ლივერპულის თამაშის სტილი ძალიან მიყვარს - სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ და ორთაბრძოლებში ძალიან მაგრები არიან. შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ, გუნდში საუკეთესო ატმოსფეროა და მათი თამაშის სტილიც სამაგალითოა,” - განაცხადა ლიზარაზუმ, - მიყვარს იურგენ კლოპი იმის გამო, რასაც აკეთებს. მისი საქმისადმი მიდგომა და კომუნიკაცია უბრალოდ შეუდარებელია. კლოპი ყველანაირად საინტერესო მწვრთნელია და თავის საქმეს უმაღლეს დონეზე აკეთებს. რაც მისი გუნდისთვის ყველაზე კარგია, იურგენი არასდროს ჩანს დაძაბული, ყოველთვის კარგ ხასიათზეა.”

ლიზარაზუმ კლოპში საუკეთესო მწვრთნელი ჯერ კიდევ მაშინ დაინახა, როცა ეს უკანასკნელი დორტმუნდის ბორუსიაში მუშაობდა. “უბრალოდ, იურგენს დორტმუნდში არ ჰყავდა ისეთი მაგარი გუნდი, როგორიც ახლა ჰყავს და შესაბამისად, თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა. თუმცა ბორუსიაც გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ეს დიდი მიღწევა იყო.”

ყოველთვის იციან, რას უნდა ელოდონ კლოპის ლივერპულისგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლივერპული მაინც იგებს!

‘კიკერთან’ ინტერვიუში ლიზარაზუ ამბობს, რომ არ მოსწონს მწვრთნელები, რომლებიც შემადგენლობას და ტაქტიკას ყველა მატჩში ცვლიან: “შესაძლოა, შემადგენლობისა და ტაქტიკის ხშირი ცვლა მეტოქეებს აბნევდეს და არაპროგნოზირებადი იყო, მაგრამ ეს დააბნევს შენს ფეხბურთელებსაც. მე კლოპის ფეხბურთს ვანიჭებ უპირატესობას. მისი სტილი ყველამ იცის. ყოველთვის იციან, რას უნდა ელოდონ კლოპის ლივერპულისგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლივერპული მაინც იგებს!”

ფრანგმა ისიც აღნიშნა, რომ მისი აზრით, ბურთის ფლობაზე დამყარებული ფეხბურთი, რომელიც ხოსეპ გვარდიოლას ბარსელონამ დანერგა, წარსულს ჩაბარდა: “ფეხბურთში ციკლები იცვლება. კლოპის ფეხბურთმა გვარდიოლა დაამარცხა. თუ დღეს მოგება გინდა, კლოპის ფეხბურთი უნდა ითამაშო.”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლივერპული მადრიდის ატლეტიკოს ხვდება. პირველი მატჩი დღეს, მადრიდში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები