Thumbnail

ცუდი ამბავი ტოტენჰემიდან - სონი საოპერაციოა და რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • სონმა ტრავმა ასტონ ვილასთან შეხვედრაში მიიღო
  • კორეელ ფეხბურთელს რამდენიმე კვირა გაუცდება

16 თებერვალს ტოტენჰემმა ასტონ ვილა 3:2 დაამარცხა. "დეზების" მხრიდან გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა სონმა. სამხრეთკორეელმა ფეხბურთელმა ასტონ ვილას 2 გოლი გაუტანა და ტოტენჰემს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

გამარჯვებით ბოლომდე ევრ გაიხარეს ტოტენჰემის გულშემატკივრებმა. სონმა მარჯვენა მხარი მოიტეხა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 წლის ფეხბურთელს ოპერაციის გაკეთება მოუწევს და ამის გამო იგი რამდენიმე კვირას გამოტოვებს. შემდეგი მატჩი ინგლისურ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე აქვს, სადაც მისი მეტოქე ლაიპციგი იქნება.

სონმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ითამაშა, სადაც თავი 9 გატანილი გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. სონი კარგი იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. კორეელმა 6 შეხვედრაში 5 გოლის გატანა შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები