Thumbnail
  • პსჟ-ს და რეალის საპასუხო მატჩისთვის კროოსი და მოდრიჩი განაცხადში არიან.
  • ფელიქს ბრიხმა რეალის მატჩი ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმსაჯა.

უიქენდზე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში, პსჟ-სთან, ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი ვერ დაეხმარებოდნენ, არ გამართლდა. გერმანელი და ხორვატი ნახევარმცველები “სამეფო გუნდის” განაცხადში არიან.

28 წლის კროოსმა მუხლის ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა და 24-კაციან განაცხადშია - ისევე, როგორც მოდრიჩი, რომელმაც დღეს უკვე სრული დატვირთვით ივარჯიშა. კროოსი პსჟ-სთან პირველ შეხვედრაში (3:1) დაშავდა, რის შემდეგაც ესპანეთის ჩემპიონატის 5 მატჩი გამოტოვა.

გერმანელი მსაჯები სამშაბათის მატჩებზე

უეფამ სამშაბათის მატჩების მსაჯები დაასახელა - ორივე არბიტრი გერმანელია. პსჟ-სა და რეალის დუელის მსაჯი ფელიქს ბრიხი იქნება, ლივერპულისა და პორტუს შეხვედრას კი ფელიქს ცვაიერი იმსაჯებს. შეგახსენებთ, რომ პირველ მერვედფინალის რაუნდში რეალმა პსჟ 3:1 დაამარცხა, ლივერპულმა კი პორტუს სტუმრად 5:0 მოუგო.

ფელიქს ბრიხმა რეალის მატჩი ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმსაჯა, რომელიც მადრიდელებმა იუვენტუსს 4:1 მოუგეს.

მარსელო და ფელიქს ბრიხი

კომენტარები

ბოლო ამბები