Thumbnail

'საქართველო არც ჰოლანდიაა და არც გერმანია' - ბელარუსი ნახევარმცველი შანსებზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იური კოვალიოვის აზრით, საქართველო-ბელარუსის მატჩში შანსები თანაბარია
  • 27 წლის ბელარუსი ტულის არსენალში გია გრიგალავას თანაგუნდელი გახდა

როგორც საქართველოში, ისე ბელარუსში, 26 მარტს გასამართი სანაკრებო დაპირისპირების მიმართ უდიდესი მოლოდია. ბუნებრივია, მომავალ მატჩთან დაკავშირებით გამოითქმის ვარაუდები.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • საქართველო
  • ბელარუსი

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფის ½-ფინალზე აზრი ბელარუსის ნაკრების ნახევარმცველმა იური კოვალიოვმაც გამოთქვა, რომელიც ტულის არსენალში გია გრიგალავას თანაგუნდელი ამ ზამთარს გახდა. 27 წლის ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ საქართველო-ბელარუსის დაპირისპირებაში შანსები თანაბარია.

რუსეთში გადასვლამდე კოვალიოვი სოლიგორსკის შახტიორის ღირსებას იცავდა

"ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. მისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, რაც უნდა იყოს, საქართველო არც ჰოლანდიაა და არც გერმანია, რომლებიც მეტოქეებად ჯგუფში გვყავდა. შევეცდებით, წინ წავიდეთ", - უთხრა ბელარუსმა ფეხბურთლმა myslo.ru-ს.

📋 მეტი ამ თემაზე:

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფის ½-ფინალში, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირება თბილისში, "დინამო არენაზე" 26 მარტს გაიმართება. გამარვებული 31 მარტს, ფინალში კოსოვო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილში მოგებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები