Thumbnail
  • ტრანსფერის განხორციელება ზაფხულში იგეგმება
  • ბაიერნს ლეროი სანეს დამატება დიდი ხანია, რაც სურს
  • სერჟ გნაბრი კარგ სეზონს ატარებს

მიუნხენის ბაიერნმა და მანჩესტერ სიტიმ შესაძლოა, ზაფხულში ფეხბურთელები გაცვალონ - გერმანულ და ინგილისურ კლუბებს სერჟ გნაბრის და ლეროი სანეს გაცვლა სურთ.

ბაიერნს სანეს დამატება გასულ ზაფხულსაც უნდოდა. ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა 24 წლის ფეხბურთელმა მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც ხანგრძლივი პერიოდი გამოტოვა და ტრანსფერიც ამის გამო არ შედგა.

გერმანულ კლუბს სანეს დამატება იანვარშიც სურდა. მანჩესტერ სიტიმ კი სანე გუნდიდან არ გაუშვა და ის კარიერას კვლავ "ქალაქელთა" რიგებში აგრძელებს, თუმცა ლეროის ზაფხულის შემდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია. სანე ვარჯიშს დაუბრუნდა და, დიდი ალბათობით, მას მოედანზე მალე ვიხილავთ.

სიტი ბაიერნის მოთამაშე სერჟ გნაბრით დაინტერესდა და შესაძლოა, ორმა კლუბმა ფეხბურთელები გაცვალოს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ლეროი სანე გნაბრისთან შედარებით ძვირი ღირს, მაშინ ტრანსფერის განხორციელებაში თანხის დამატება გახდება საჭირო.

სანეს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშრებს. 24 წლის გნაბრი კი ხელშეკრულების მიხედვით ბაიერნში 2023 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს. 

როგორც აღვნიშნეთ, სანეს ამ სეზონში ტრავმის გამო ჯერ არ უთამაშია. სერჟ გნაბრიმ კი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 9 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გნაბრი კარგი იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც 5 თამაშში 4 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები