Thumbnail

ბარსელონამ ტრანსფერი გადაწყვიტა - 20 მილიონი დემბელეს შემცვლელში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსას ფეხბურთელის დამატების უფლება არასატრანსფერო პერიოდში მისცეს
  • კატალონიელები ლეგანესიდან მარტინ ბრაიტვიტის დამატებას აპირებენ

ბარსელონამ, რომელსაც ლა ლიგის ხელმძღვანელობამ არასატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელის დამატების უფლება მისცა, ლეგანესის დანიელი თავდამსხმელის მარტინ ბრაიტვაიტის შეძენა გადაწყვიტა. 

ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება, რომლის ცნობით, კატალონიური კლუბი ბრაიტვაიტში 20 მილიონ ევროს გადაიხდის და სავარაუდოდ, ტრანსფერს ამ კვირაშივე გააფორმებს.

ლეგანესთან 28 წლის დანიელი ფეხბურთელის კონტრაქტში პირგასამტეხლო თანხად სწორედ ეს თანხაა მითითებული. ბრაიტვაიტი ბარსელონას ტრავმირებული უსმან დემებლესა და ლუის სუარესის ადგილზე სჭირდება. 

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ დაშავებული ფეხბურთელების გამო, ლა ლიგის ხელმძღვანელობამ ბარსელონას თავდამსხმელის დასამატებლად 15 დღიანი ვადა მისცა. რეგლამენტის თანახმად, მსგავს ვითარებაში კლუბს არასატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუძლია მოთამაშის დამატება, ოღონდ, ის აუცილებლად ესპანეთის ჩემპიონატში უნდა გამოდიოდეს.

თუ ტრანსფერი შედგა, პიკეს ბრაიტვატთან ბრძოლა მხოლოდ ვარჯიშზე მოუწევს

თუკი ტრანსფერი შედგება, ლეგანესი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება - გუნდს, რომელიც ლა ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, ბრაიტვაიტის შემცვლელის შეძენის უფლება არ ექნება. 

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მარტინ ბრაიტვაიტმა ლეგანესის მაისურით 24 მატჩში ითამაშა და 6 გოლი გაიტანა. მანამდე დანიელ ფეხბურთელს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 39 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ესბიერგში, ტულუზში, ბორდოსა და მიდლსბროში უთამაშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები