Thumbnail
  • კრასნოდარის მცველმა ალეკსანდრ მარტინოვიჩმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა
  • წინასწარი ვარაუდით, 32 წლის ფეხბურთელი თბილისში თამაშს ვერ შეძლებს

ბელარუსის ნაკრებს, რომელიც საქართველოსთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფის მატჩისთვის მზადებას იწყებს, სერიოზული დანაკლისი აქვს. ტრავმირებულია გუნდის მცველი და კაპიტანი ალეკსანდრ მარტინოვიჩი, რომელიც დიდი ალბათობით, მწყობრში ჩადგომას ვერც თბილისური მატჩისთვის მოასწრებს. 

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • საქართველო
  • ბელარუსი

32 წლის ფეხბურთელმა, რომელიც კრასნოდარის ღირსებას იცავს, ტრავმა რუსული გუნდის საკონტროლო შეხვედრაში, ნორვეგიულ მიოლდესთან მიიღო. მარტინოვიჩს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული.

მარტინოვიჩის ტრავმა ბელარუსის ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის დიდი დანაკლისია

ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მიხაილ მარხელის ვარაუდით, ალეკსანდრ მარტინოვიჩს შვიდი კვირა გაუცდება. დაზიანების ხარისხზე კიდევ უფრო მკაფიო სურათს დამატებითი გამოკვლევა აჩვენებს.

📋 მეტი ამ თემაზე:

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფის ½-ფინალში, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირება თბილისში, "დინამო არენაზე" 26 მარტს გაიმართება. გამარვებული 31 მარტს, ფინალში კოსოვო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილში მოგებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები