Thumbnail

‘ფილასთვის შეუძლებელი არაფერია’ - აივერსონს ჩემპიონობის შანსის სჯერა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ალენ აივერსონმა ფილადელფიას შანსებზე ისაუბრა
  • სიქსერსის ლეგენდის აზრით, მთავარია, არავინ დაშავდეს

ფილადელფია სიქსერსის ლეგენდარულ კალათბურთელს, 1996 წლის NBA-ს დრაფტის პირველ ნომერ ალენ აივერსონს მიაჩნია, რომ ამ სეზონში ფილას ჩემპიონობის მოპოვება შეუძლია.

“ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია. საჭიროა, რომ ტრავმებს ავცდეთ და ყველა წამყვანი მოთამაშე ჯანმრთელი გვყავდეს. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია. ჯერჯერობით არ გვქონია შესაძლებლობა, რომ ყველა ჩვენი წამყვანი კალათბურთელი ერთდროულად გვყოლოდა პარკეტზე. თუ ყველანი მწყობრში იქნებიან, ყველაფერი კარგად იქნება და სიქსერსს ექნება იმის შანსი, რომ ჩემპიონი გახდეს,” - ასე უპასუხა აივერსონმა CBS Sports-ს კითხვაზე, აქვს თუ არა სიქსერსს ჩემპიონობის შანსი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

მიმდინარე სეზონში ფილას 55 მატჩში 24 მოგება და 21 მარცხი აქვს. სიქსერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. 

ალენ აივერსონი ფილადელფიას ღირსებას 1996-დან 2006 წლამდე, მერე კი 2009-დან 2010 წლამდე იცავდა. მან ასევე ითამაშა დენვერ ნაგეთსში, დეტროიტ პისტონში, მემფის გრიზლისში, კარიერა კი 2011 წელს თურქულ ბეშიქთაშში დაასრულა.

წაიკითხე ერთი ყველას წინააღმდეგ - ჰიპ-ჰოპი, განგსტერული იმიჯი და 48 ქულა ფინალში

 

კომენტარები

ბოლო ამბები