Thumbnail

საშინელი ავარია Daytona 500-ზე - რაიან ნიუმანის მდგომარეობა მძიმეა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • NASCAR-ის მრბოლელი რაიან ნიუმანი მძიმე ავარიას გადაურჩა
  • მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

შოკისმომგვრელი სცენები ლეგენდარული Daytona 500-დან - NASCAR Cup Series 2020 სეზონის სტარტი საშინელმა ავარიამ დაჩრდილა.

ფორდის პილოტი რაიან ნიუმანი დენი ჰემლინს და რაიან ბლეინის ლიდერობისთვის ებრძოდა. მრბოლელებმა ერთ-ერთი მოსახვევი ვერ გაიყვეს, ნიუმანი ჯერ მოსრიალდა, მერე კი საშინელი ავარია მოხდა და მისი ბოლიდი რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ვიდეოს ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ 42 წლის ნიუმანის ასეთი ავარიის შემდეგ გადარჩენა პატარა სასწაულია. NASCAR-ის ორგანიზატორების თქმით, იგი დაიტონას ტრეკთან ახლოს მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს - რაიანის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“რაიან ნიუმანი Halifax Medical Center-ში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ექიმებმა გვითხრეს, რომ ტრავმები სასიკვდილო არ არის, - განაცხადა NASCAR-ის რბოლების შეფმა სტივ ო’დონელმა, - ვიცით, რომ ახლა ყველანი მასზე ფიქრობთ და მისთვის ლოცულობთ. გთხოვთ, იქონიოთ მოთმინება - როგორც კი ახალი ამბავი გვექნება, შეგატყობინებთ.”

სეზონის პირველი რბოლა კვირას უნდა დასრულებულიყო, მაგრამ წვიმის გამო ორჯერ შეწყვეტის შემდეგ გადაიდო. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 62 წელიწადში, როდესაც რბოლა კვირას არ დასრულდა. კვირას რბოლის დაწყება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სტუმრობის გამოც გაიწელა. მერე იყო ორი იძულებითი პაუზა წვიმის გამო და საბოლოოდ, ორგანიზატორებმა რბოლის დასრულება ორშაბათს გადადეს.

კომენტარები

ბოლო ამბები