Thumbnail

ქვიზი: Overwatch-ის რომელ გმირს ჰგავხარ?

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • გაიარე წარმოსახვითი მატჩი ჩვენთან ერთად და გეტყვით, რომელ გმირს ჰგავხარ ყველაზე მეტად!

დღევანდელი ქვიზი განსხვავებულია: მის გასავლელად არანაირი ფაქტობრივი ცოდნა არ გჭირდება. უფრო მეტიც, არც ისაა აუცილებელი, რომ Blizzard-ის ამ პოპულარული მულტიფლეიერს თამაშობდე. გაიარე ტესტი და გაიგე, Overwatch-ის რომელ გმირს ჰგავხარ ყველაზე მეტად!

რომელ როლს ირჩევ?

რომელ როლს ირჩევ?
DPS!!!
Tank
Support
სამივეს მოვნიშნავ, მალე მინდა თამაში
Doo-woo. ..
ჭეშმარიტებას ფორმა არ აქვს...

მატჩი ჩაიტვირთა. რას აკეთებ?

მატჩი ჩაიტვირთა. რას აკეთებ?
გუნდს ვესალმები და ვკითხულობ, ვინმეს მიკროფონი თუ აქვს
ჩემს მეინს ვირჩევ! მინმემ რომ დამასწროს მერე რა ვქნა?
ველოდები, რომ სხვებმა აირჩიონ და კომპს რომელიც მოუხდება, იმ პერსონაჟს ავიღებ
ჩემს გუნდშიც და მოწინააღმდეგე გუნდშიც ყველას პროფილს ვამოწმებ
Beepleleleh
მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ

თამაში დაიწყო. რას აკეთებ?

თამაში დაიწყო. რას აკეთებ?
high ground პოზიციას ვიკავებ
ტანკის ახლო-მახლო ვარ და ვამოწმებ, მეორე გუნდს რა პერსონაჟები ჰყავს
სასწრაფოდ შეტევაზე გადავდივარ. ვინც არ წამომყვება, რაც უნდა ის უქნია
ვცდილობ, ხალხი დავარწმუნო, რომ ეს კომპი არ იმუშავებს
Bweeeeeeeeeeeoh
ჰარმონიას ვეძიებ...

2 თანაგუნდელს დახმარება სჭირდება. ერთი DPS-ია, მეორე Tank. რომელს ეხმარები?

2 თანაგუნდელს დახმარება სჭირდება. ერთი DPS-ია, მეორე Tank. რომელს ეხმარები?
ტანკს რა თქმა უნდა
DPs-ს, ტანკი უფრო დიდხანს გადარჩება
არც ერთს არ ვეხმარები, ვინმე თუ მარტო შევა ბრძოლაში, მისი პრობლემაა
იმას ვეხმარები, რომელიც ობჯექტივთან უფრო ახლოსაა
Dweet! Dweet! Dweet!
არავის. ტკივილი მშვენიერი მასწავლებელია...

პირველი რაუნდი წააგეთ. ვისი ბრალი იყო?

პირველი რაუნდი წააგეთ. ვისი ბრალი იყო?
DPS-ის!
Tank-ის!
Support-ის!
ალბათ, ცოტ-ცოტა ყველასი
Zwee?
ჩვენში ქაოსის ბრალი იყო

მეორე რაუნდში, თანაგუნდელები გთხოვენ, გმირი შეცვალო. რას იზამ?

მეორე რაუნდში, თანაგუნდელები გთხოვენ, გმირი შეცვალო. რას იზამ?
არ შევცვლი! მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი!
არ შევცვლი და თუ არ შემეშვნენ, ჩატსაც გავთიშავ!
დავფიქრდები. თუ ცუდი სტატები მაქვს, შევცვლი.
ვკითხავ, რა უნდათ რომ ვითამაშო და შევცვლი.
Dwee doo hoo
ვცვლი და ციკლს თავიდან ვიწყებ

მეორე რაუნდში, ობჯექტივზე: თქვენი გუნდიდან 4 გმირია მკვდარი,მეორე გუნდიდან - 2. რას იზამ?

მეორე რაუნდში, ობჯექტივზე: თქვენი გუნდიდან 4 გმირია მკვდარი,მეორე გუნდიდან - 2. რას იზამ?
უკან დავიხევ.
შევეცდები, ობჯექტივზე ვიყო და იქნებ ჩემებმა მოსვლა მოასწრონ
ობჯექტივზე ისედაც არ ვყოფილვარ. სადაც ვარ იქ დავრჩები, ტყუილად რისთვის მოვკვდე?
ულტს გამოვიყენებ, იმედია გაამართლებს
Zwing zwing zwing...
ეჭვში ჩავვარდები

შენს ულტს ცალკე იყენებ თუ სხვის ულტს ელოდები?

შენს ულტს ცალკე იყენებ თუ სხვის ულტს ელოდები?
ცალკე ვიყენებ. თუ ვინმე მომეხმარა კარგი, თუ არადა არა.
ვცდილობ, შესაბამისი კომუნიკაცია მოვახდინო და ერთად გამოვიყენოთ ულტი მე და თანაგუნდელმა
როგორც კი შეივსება ულტი, მაშინვე ვიყენებ, რას დაველოდო?
ვინახავ, team fight-ის დროს დამჭირდება
Zur zur ee num
ულტი შემთხვევით გამოვიყენე და აღარ მაქვს

თამაში 99-99 % ზეა. შენ მოკვდი და რესპავნიდან ბრუნდები. რას იზამ?

თამაში  99-99 % ზეა. შენ მოკვდი და რესპავნიდან ბრუნდები. რას იზამ?
ჩემს კატეგორიაში ყველაზე სწრაფი გმირი რომელიცაა, იმას ავიღებდა გავიქცევი
გმირს არ შევცვლი, მაგრამ ვეცდები სწრაფად მივიდე ობჯექტივამდე
რა აზრი აქვს, წაგებულია...
ჩატში ვყვირი რომ ობჯექტივი არ დატოვონ
Whoo-vweeeeee heheheh?
ობჯექტივზე რა მინდა?

თამაში წააგეთ. როგორია შენი რეაქცია?

თამაში წააგეთ. როგორია შენი რეაქცია?
ყველას გავლანძღავ და დავარეპორტებ. ამ იდიოტებში რატომ ვთამაშობ, რა დავაშავე???
არაფერს, GG-ს დავწერ და გამოვალ
DPS-ს ვეჩხუბები
Tank-ს ვეჩხუბები
support-ს ვეჩხუბები
არა უშავს, ყველა აგებს. ზოგი ცუდად არ თამაშობდა.
Dwee doo hoo
წაგება და მოგება ძმები არინ
თქვენი შედეგია:

შენ ხარ გენჯი

შენ ხარ გენჯი

წესრიგის მოყვარული ადამიანი ხარ, თუმცა გუნდურობა შენი ძლიერი მხარე ნამდვილად არაა. საკუთარი შეხედულებები და იდეები გაქვს და თუ სხვებიც გამოგყვებიან, კარგი, თუ არა და მარტოც ჯიუტად გაიტან შენსას

When selecting characters for the ESTJ, we thought about what it means to pave the way for others to follow in a shooter.

თქვენი შედეგია:

შენ ხარ მერსი

შენ ხარ მერსი

კეთილი და მშვიდი ადამიანი ხარ, თუმცა ლიდერობის კარგი უნარიც გაგაჩნია. სხვების დახმარება გიხარია და ამისათვის დიდ რისკზეც წახვალ. შენი გაბრაზება იოლი არაა, თუმცა, ყველაზე მეტად, უმადური ხალხი გეზიზღება.

თქვენი შედეგია:

შენ ხარ რეინჰარდტი

შენ ხარ რეინჰარდტი

მეგობრების ერთგული, თანაგრძობის უნარის მქონე და მოტივირებული ადამიანი ხარ. თუმცა, მათგანაც იგივეს მოელი. არ გიყვარს სიზარმაცე და უსაქმურობა.

თქვენი შედეგია:

შენ ხარ მოირა

შენ ხარ მოირა

რაციონალური ადამიანი ხარ. ლოგიკა შენთვის მნიშვნელოვანია. გაწონასწორებული ხასიათით გამოირჩევი და ემოციებს კარგად აკონტროლებ, თუმცა, სხვებისგანაც ამასვე მოითხოვ. გჯერა, რომ ყოველთვის მართალი ხარ და თუ ვინმე შენს აზრებს არ იზიარებს, ეს მისი პრობლემაა.

თქვენი შედეგია:

შენ ხარ ჰამონდი

შენ ხარ ჰამონდი

ქაოსური და მხიარული ადამიანი ხარ. გიყვარს თავგადასავლები და ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდები. ექსპერიმენტებს ხშირად ატარებ და ცდილობ, პრობლემები გამოცდილი კი არა, ახალი, კრეატიული გზებით გადაჭრა. ამის გამო, ვისაც შენი არ ესმის, მაინცდამაინც არ მოსწონხარ, თუმცა, ეს დიდად არ გადარდებს.

თქვენი შედეგია:

შენ ხარ ვიდოუმეიქერი

შენ ხარ ვიდოუმეიქერი

ეშმაკი და მოხერხებული ადამიანი ხარ და მთელი ცხოვრება შენთვის ერთი დიდი ჭადრაკის მატჩია, სადაც ნებისმიერი ფიგურის გაწირვა ღირს, თუ ეს გამარჯვებას მოგიტანს. ჯიუტი და დამოუკიდებელი ადამიანი ხარ: გინდა, ყველაფერი შენი გეგმის მიხედვით მოხდეს.

თქვენი შედეგია:

შენ ხარ როუდჰოგი

შენ ხარ როუდჰოგი

შესაძლოა, შენზე ერთი შეხედვით ეს ვერ იფიქრონ, მაგრამ მეგობრული და მშვიდი ადამიანი ხარ, თუმცა, დამოუკიდებელიც და მარტო ყოფნა გიყვარს. საკუთარ გეგმებს სხვებს ხშირად არ უზიარებ და საკუთარ სახიფათო გეგმებსაც მარტო ანხორციელებ.

თქვენი შედეგია:

შენ ხარ სოლჯერ 76

შენ ხარ სოლჯერ 76

მიზანდასახული ადამიანი ხარ და სხვების დახმარება გიყვარს. შეგიძლია, იოლად გამოიცნო ადამიანების მოტივაცია და სწრაფად იმოქმედო. ყველანაირი გამოწვევისთვის მზად ხარ. ამის გამო, ხანდახან შარშიც ეხვევი ხოლმე.

თქვენი შედეგია:

შენ ხარ დივა

შენ ხარ დივა

ქარიზმატული ადამიანი ხარ და ყველა სიტუაციის საშენოდ შემოტრიალება იოლად შეგიძლია. ახალ ნაცნობებს მალევე ხიბლავ და თავს აყვარებ. კამერის წინ თუ ტრიბუნაზე ისე გრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში. ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვარს და პოპულარობისათვის ყველაფერზე ხარ წამსვლელი.

თქვენი შედეგია:

შენ ხარ მეი

შენ ხარ მეი

სიახლეებისა და თავგადასავლების მოყვარული ადამიანი ხარ. რუტინა იოლად გღლის. საკუთარი თავის გამოხატვასა და რეალიზებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებ.

თქვენი შედეგია:

შენ ხარ ანა

შენ ხარ ანა

სენსიტიური ადამიანი ხარ, თუმცა ანალიტიკური უნარებიც მშვენიერი გაქვს. თავშეკავებითა და სხვების დარწმუნების უნარით გამოირჩევი, ამიტომ, ადამიანები ხშირად იოლად გენდობიან. შენს სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამ ნდობას არასოდეს იყენებ ბოროტად

თქვენი შედეგია:

შენ ხარ სომბრა

შენ ხარ სომბრა

ქაოტური და მოუსვენარი ადამიანი ხარ: ყველა პრობლემა გიზიდავს, გსურს, გაიგო, როგორ მუშაობს თითეული მექანიზმი თუ ადამიანი და მათი საიდულო გამოიცნო. მიგაჩნია, რომ არ არსებობს უსარგებლო ინფორმაცია და ყველაფერის ცოდნა შეიძლება გამოგადგეს. თუმცა, ამის გამო, ხანდახან ყურადღება გეფანტება ხოლმე.

თქვენი შედეგია:

შენ ხარ ბასტიონი

შენ ხარ ბასტიონი

გამოტყდი, იცოდი რომ ამ პასუხს მიიღებდი! ხუმარა და ''ტროლი'' ადამიანი ხარ. აბა, თავიდან სერიოზულად გააკეთე ტესტი!

თქვენი შედეგია:

შენ ხარ ზენიატა

შენ ხარ ზენიატა

ფილოსოფოსი და იდეალისტი ადამიანი ხარ და შენი იდეებით ყველგან გამოირჩევი. შენი გაგება ძალიან რთულია, თუმცა, არც ცდილობ ადამიანებს გაუადვილო საქმე. მეგობრული ხარ და ცდილობ, ყველაში კარგი თვისებები დაინახო, თუმცა ზედმეტად ახლოს არავის უშვებ. შენთვის იდეალები ადამიანებზე მნიშვნელოვანია

კომენტარები

ბოლო ამბები