Thumbnail
  • რადიო Catalunya SER-ის სკანდალური განცხადება
  • ბარსელონა ბრალდებებს პასუხობს

ბარსელონამ ოფიციალური განცხადებით უარყო, რომ რაიმე სახით მონაწილეობს რომელიმე ფეხბურთელის ან პირის "შავ პიარში" სოციალურ მედიაში. კლუბი უარყოფს, რომ ამ მიზნით სოციალურ მედიის ექაუნთებთან რაიმე სახის კონტაქტი ოდესმე ჰქონია. 

სპეციალურ განცხადებაში არ არის მითითებული კონკრეტული სახელები, თუმცა ცნობილია, რომ საუბარია ლეო მესისა და ჟერარდ პიკეს რეპუტაციის შემლახველ პოსტებზე სოციალურ მედიაში, რომელსაც, თითქოს, ბარსელონას ხელმძღვანელობა ხელს უწყობს. 

ეს მოსაზრება პირველად რადიო Catalunya SER-ში გაჟღერდა, სადაც ითქვა, რომ ბარსელონამ დაიქირავა კომპანია I3 Ventures იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში ყოველმხრივ დაიცვან კლუბის პრეზეიდენთ ჟოზეპ მარია ბარტომეუს რეპუტაცია. სამაგიეროდ "გააშავონ" მესი, პიკე, ყოფილი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, ყოფილი ფეხბურთელები ჩავი და კარლეს პუიოლი. 

I3 Ventures ყოველ სოციალურ ქსელში თავის პლატფორმა აქვს. წყარო "შავი პიარის" მაგალითებსაც აქვეყნებდა. ამ ყველაფერმა კი ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ ბარსელონას ყველაფრის ოფიციალურად უარყოფა მოუწია. 

კომენტარები

ბოლო ამბები