Thumbnail

ბათუმის სტადიონზე ტაბლო დაამონტაჟეს - არენა საბოლოო სახეს იღებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბათუმის სტადიონზე სამუშაოები გრძელდება
  • გახსნა ზაფხულის დასაწყისში იგეგმება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, სადაც სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნელ-ნელა საბოლოო სახეს იღებს.

ამჯერად, სტადიონზე ტაბლოს მონტაჟი დასრულდა, რომელთა გაფართოებაც Full HD-ია, ფორმატი კი - 16:9-ზე.

ის ისეა განლაგებული, რომ გამოსახულების გარჩევა სტადიონზე ნებისმიერი ადგილიდან იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სტადიონზე ინდივიდუალური სკამების მონტაჟიც დასრულდა, ამჟამად კი, გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს, სადაც 1 200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე და საზოგადოებრივი სივრცე მოეწყობა.

ამჟამინდელი ინფორმაციით, უეფა-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული ბათუმის სტადიონი, რომელიც 20 000 მაყურებელზეა გათვლილი, ზაფხულის დასაწყისში გაიხსნება.

კომენტარები

ბოლო ამბები