Thumbnail

Microsoft მაიკლ ჯორდანის ბრენდის, Air Jordan-ის დიზაინის X box-ს გამოუშვებს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ახალი, ლიმიტირებული დიზაინის X box გაყიდვაში არ ჩაეშვება
  • კონსოლის მოგება Microsoft-ის გათამაშებაში შეგიძლიათ

 Microsoft-ი, Nike-თან ერთად, მაიკლ ჯორდანის ბრენდის, Air Jordan-ის  დიზაინის სათამაშო კონსოლს Xbox One X-ის ლიმიტირებულ მოდელს გამოუშვებს. კონსოლის დიზაინი მთლიანად წითელია და მისი კონტროლერიც ჩვეულებრიცი Xbox-ისგან განსხვავდება. 

თუმცა, ახალი კონსოლი, სამწუხაროდ ბაზარზე არ გაიყიდება. Microsoft-ის ახალ მოდელებს გათამაშების პრიზების სახით გასცემს. კონკურსი 27 თებერვლამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მისაღებად, Microsoft Xbox-ის ტვიტერიდან ერთ-ერთი პოსტის ''გადატვიტვაა'' საჭირო. კონკურსის შედეგები ცნობილი მარტში გახდება.

ახალი სათამაშო კონსოლის გამოშვება დიდი მარკეტინგული კამპანიის ნაწილია. ამ კვირის ბოლოს, ახალი სპორტული ფეხსაცმელი,  Air Jordan III Retro U გამოდის, ხოლო ჩიკაგოში NBA All Star-ის თამაშები დაიწყო. Microsoft-მა და Nike-მა მშვენიერი მომენტი შეარჩიეს ახალი კონსოლის დასაანონსებლად.  

კომენტარები

ბოლო ამბები