Thumbnail

ძაგნიძემ მე-7 ადგილი დაიკავა - ნანას სენტ ლუისში 8 ათასი ერგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნანა ძაგნიძემ Cairns Cup 2020-ზე ბოლო 2 პარტია წააგო
  • ტურნირის ჩემპიონი ინდოელი ჰამპი კონერუ გახდა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2515) წარუმატებლად დაასრულა ასპარეზობა უძლიერეს ტურნირზე, რომელსაც აშშ-ს ქალაქი სენტ ლუისი მასპინძლობდა.

შეგახსენებთ, რომ ძაგნიძე 4 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი იყო, თუმცა, დასკვნით ხუთ ტურში 3 პარტია წააგო, 2 კი ფრედ დაასრულა და მხოლოდ 4.0 ქულა მოუგროვდა.

აღსანიშნავია, რომ Cairns Cup 2020-ის ბოლო პარტიაში ნანა შავი ფიგურებით აშშ-ს სახელით მოასპარეზე ირინა კრუშთან (2422) დამარცხდა, რომელსაც მანამდე პარტიაც კი არ ჰქონდა მოგებული.

საბოლოოდ, ქართველმა მოჭადრაკემ ათ მონაწილეს შორის მეშვიდე-მეცხრე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-7 პოზიცია ერგო და საპრიზო ფონდიდან 8 000 დოლარი მიიღო.

ტურნირის ჩემპიონი ინდოელი ჰამპი კონერუ (2580) გახდა, რომელმაც 9 ტურში 6.0 ქულა მოაგროვა და 45 ათასი დაიმსახურა.

მან 0.5 ქულით გაუსწრო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნს (2583, 35 ათასი), მე-3 ადგილი კი რუსმა ალექსანდრა კოსტენიუკმა (2504, 22 500) დაიკავა 5.0 ქულით.

კომენტარები

ბოლო ამბები