Thumbnail

საქართველოს ნაკრების ისტორიული შანსი - კორონავირუსი და არგენტინის უარი 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 22-29 მარტს როტერდამში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება
  • საქართველოს ნაკრების მეტოქეეები შეიცვლება?

22-29 მარტს როტერდამში (ჰოლანდია) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვაჟ წყალბურთელთა ფინალური საკვალიფიკაციო ტურნირია. 12 გუნდი, და მათ შორის საქართველოს ნაკრებიც, ოლიმპიადის 3 საგზურისთვის იბრძოლებს. თუ რევაზ ჩომახიძის გუნდი მიზანს მიაღწევს, ეს ქართული სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე კლასიკურ გუნდურ სახეობაში იქნება წარდგენილი. 

წაიკითხე | 'ლიგის მოგებაც მინდა და ტოკიოს ოქროც' - ფრანჩესკო დი ფულვიო

ამ ტურნირის წილისყრა 11 თებერვალს ლოზანაში გაიმართა, A ჯგუფში ჩვენი მეტოქეებიც გაირკვა:  კანადა, ბრაზილია, მონტენეგრო, საბერძნეთი და აზია 1 (აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი გუნდი). 

ევრო 2020 საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის დამარცხებით გახსნა

მას მერე ერთი კვირა გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. აზიის ჩემპიონატი წყალბურთში (რომელიც წინასაკვალიფიკაციო ეტაპიც იყო ოლიმპიადისთვის) გაუქმდა, მიზეზი კორონავირუსია. ტურნირისთვის ყაზახეთს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ამ ქვეყნის მთავრობამ ჩინეთთან ყველა რეისი გაუუქმა, სანამ ამ ქვეყანაში ვირუსის ეპიდემიაა. 

ამბობენ, რომ კვალიფიკაციისთვის, 2018 წლის ჩემპიონატის (რომელიც ინდონეზიაში გაიმართა) რეიტინგს გამოიყენებენ - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყაზახეთს პირდაპირ დაუშვებენ ოლიმპიადაზე! 

რაც შეეხება, როტერდამის ტურნირს, იქ მონაწილეობის უფლება ჩინეთსა და ირანს ექნებათ, მაგრამ total-waterpolo.com წერს, რომ ისინი ამ უფლებას არ გამოიყენებენ! 

ჩინეთის ნაკრები, თურმე, ევროპაში ემზადებოდა აზიის ჩემპიონატისთვის და როცა ტურნირი გაუქმდა, წყალბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ. ჩინეთი უნდა იყოს აზია 1, მაგრამ თითქმის 100%-იანი ალბათობით, ეს გუნდი როტერდამში არ წავა. 

სხვათა შორის B ჯგუფს არგენტინის ნაკრები დააკლდა, ის ტურნირიდან მოიხსნა. არადა, წილისყრაში მონაწილეობა მიიღო. უკვე დადასტურდა, რომ მათ რუმინეთი შეცვლით. 

ჩინეთის უარის შემთხვევაში, როტერდამში ევროპის ჩემპიონატზე მე-12 ადგილზე გასული თურქეთს მიიწვევენ, რომელსაც ჩომახიძის ნაკრებმა ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატზე დამაჯერებლად, 12:6 მოუგო. B ჯგუფში კი საფრანგეთს იწვევენ.

მაშ ასე, ახლა საკვალიფიკაციო ეტაპი ასე გამოიყურება:

როტერდამის ტურნირი

A ჯგუფი: საბერძნეთი, მონტენეგრო, ბრაზილია, კანადა, საქართველო, თურქეთი

B ჯგუფი: ხორვატია, გერმანია, რუსეთი, რუმინეთი, ჰოლანდია, საფრანგეთი

მაგრამ ეს ყველაფერი FINA-ს ჯერ არ დაუდასტურებია. 

როტერდამის ტურნირის ფორმულა

ჩომახიძის გუნდს უმნიშვნელოვანესი ტურნირი ელის

როგორი იქნება საკვალიფიკაციო ტურნირი? 12 გუნდი 3 საგზურისთვის (რომელიც შეიძლება 4 გახდეს) ამ ფორმატში იბრძოლებს: 

ჯგუფების დასრულების შემდეგ, 1/4 ფინალები ამ პრინციპით გაიმართება: 1A – 4B, 1B – 4A, 2A- 3B, 2B – 3A. საბოლოოდ, პირველ სამ ადგილზე გასული ნაკრები ტოკიოს საგზურს მოიპოვებს. 

ლოგიკურად, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავება შეუძლია. ამ შემთხვევაში, 1/4 ფინალში სავარაუდოდ, ან გერმანია ან რუსეთი შეხვდება.შეგახსენებთ, რომ უნგრეთში ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-10 ადგილი დაიკავა, რაც ჩვენი გუნდის ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა.

საქართველო ევრო 2020-ზე

კომენტარები

ბოლო ამბები