Thumbnail

15 თებერვალს, ბაკურიანში გაიმართა “ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით 2020”. შეჯიბრი წელს პირველად ჩატარდა და იგი ყოველწლიურად ჩატარდება. პროექტის აქტიური მხარდამჭერია ევროპაბეთი.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები და  პარასპორტსმენები.

ინტეგრირებული შეჯიბრებები რამდენიმე ფაზად ტარდება. პროექტმა მცირე ცვლილებები განიცადა. ამიერიდან, ყოველ ჩატარებულ შეჯიბრს თავისი კოორდინატორი და ხელმძღვანელი ეყოლება. ბაკურიანში გამართულ მთის ეტლი-თხილამურების ჩემპიონატის კოორდინატორი თემო დადიანი იყო.

ტურნირის მონაწილეები ერთმანეთს გუნდურად და ინდივიდუალურად შეეჯიბრენ. დაძაბულ ბრძოლაში საუკეთესო ზუგდიდელები აღმოჩნდნენ, რომლებმაც გუნდურ შეჯიბრში საუკეთესო დრო აჩვენეს და პირველი ადგილი დაიკავეს. ინდივიდუალურ შეჯიბრში საუკეთესო რევაზ გორგაძე გახლდათ. მეორე ადგილზე ალიკა გითოლენდია გავიდა, მესამე კი - ვეფხია გელაშვილი იყო.

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

📸 | ჩემპიონატი მთის ეტლი-თხილამურებით

რევაზ გორგაძე (ტურნირის გამარჯვებული)
“პირველად მივიღე შეჯიბრში მონაწილეობა. ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და აზარტული პროექტია. პირველ ადგილზე გასვლა ჩემთვის სასიხარულოა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ორგანიზატორს მხარდაჭერის გამო. მინდა, მომავალშიც გავაგრძელო მსგავს შეჯიბრებებში მონაწილეობა და პარასპორტში გამოსვლა.”

თემო დადიანი (ტურნირის კოორდინატორი)
“დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ აქტიური ცხოვრებაა ჩვენი სტიქიაა. დაჭრილ სამხედროებს ჩემი გამოცდილება გავუზიარე ეტლი-თხილამურთან დაკავშირებით. ჩავატარეთ საქართველოს ჩემპიონატი სამოყვარულო დონეზე. მონაწილეებს შორის გამოჩნდა რამდენიმე, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, სურვილის შემთხვევაში ეტლი-თხილამურით სრიალი პროფესიონალურ დონეზე გააგრძელონ. მსგავსი ღონისძიებები არის იმის საწინდარი, რომ საერთაშორისო დონეზე მივიღოთ მონაწილეობა. ამაში ძალიან გვეხმარება ახალგაზრული მედია კავშირის მიერ ჩატარებული ჩემპიონატები.”

ალიკა გითოლენდია (მეორე ადგილი ტურნირზე)
“შშმ პირებისთვის სათხილამურო ღონისძება დღეს პირველად ჩატარდა. მეორე ადგილი დავიკავე. ემოციებით აღსავსე დღე იყო. ძალიან გავერთე და მაქვს სურვილი, მსგავსი ტიპის შეჯიბრებები ხშირად ჩატარდეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელი ღონისძიების ჩატარებაში მცირედი წვლილი შეიტანა. ეს არის მოტივაცია, რომ ჩვენი ცხოვრება მრავალფეროვანი გავხადოთ და ვიცხოვროთ აქტიური ცხოვრებით.”

ვეფხია გელაშვილი (მესამე ადგილი ტურნირზე)
“ძალიან კარგი დღე იყო. ასეთი ღონისძიებები საუკეთესოა ჩვენნაირი ადამიანების გვერდში დგომისთვის. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სპონსორებს და გვერდში მდგომ ადამიანებს.”

ტურნირში გამარჯვებულს და მონაწილეებს თასები, მედლები, დიპლომები, ფულადი ჯილდოები და მხარდამჭერთა მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.

ღონისძიება იმართება პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში, რომელსაც "ახალგაზრდული მედია კავშირი" ქალაქ თბილისის მერიისა და კომპანიების, "ევროპაბეთის,"  "ტოიოტა კავკასიასა" და "სოკარის" მხარდამჭერით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ-უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება. 

2 თვის წინ ევროპაბეთმა ახალი პროექტის, „პასუხისმგებლიანი თამაში“ დაწყების შესახებ ამცნო საზოგადოებას. კომპანია ეტაპობრივად ამბობს უარს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი.

კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. ყოველი კვარტალის ბოლოს ევროპაბეთი წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც სრულად გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა, ვებგვერდზე responsible.ge ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ კამპანიას.

კომენტარები

ბოლო ამბები