Thumbnail

გაყიდულია 26 000-ზე მეტი ბილეთი - საქართველო-ბელარუსი ანშლაგის მოლოდინში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 📅 26 მარტი | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V ბელარუსი
  • ბილეთები სწრაფი ტემპით იყიდება, ფასი კი 5, 10, 15 და 25 ლარია

26 მარტს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფში, საქართველოს ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს. ამ მატჩის მიმართ ინტერესი კოლოსალურია და ბილეთებიც სწრაფი ტემპით იყიდება. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

საქართველო-ბელარუსის მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება. ბილეთების რეალიზაცია 15 თებერვალს დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უკვე გაყიდულია 26 000-ზე მეტი ბილეთი. 

ჯამში, 52 000 ბილეთის რეალიზაცია მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბილეთების ნახევარი უკვე გაყიდულია. 22 თებერვლიდან, ბილეთები "დინამო არენას" სალაროებში გაიყიდება.

კომენტარები

ბოლო ამბები