Thumbnail
  • შესაძლოა, სიტის ინგლისის 2014 წლის ჩემპიონობაც ჩამოერთვას
  • თუ ასე მოხდა, ჩემპიონად ლივერპული გამოცხადდება
  • სიტის დისკვალიფიკაცია ლიგისკენ გზას მეხუთეადგილოსანსაც უხსნის

მას შემდეგ, რაც უეფამ სიტი დასაჯა და ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება შეუზღუდა, პრემიერლიგამ ცალკე გამოძიება დაიწყო. თუკი სიტი პრემიერლიგის ფინანსური კანონების დარღვევაში დაადანაშაულეს, მაშინ  შესაძლოა, გუნდს ქულებიც დააკლონ და 2014 წელს მოგებული ტიტული ჩამოართვან. ამ შემთხვევაში ჩემპიონად ლივერპული ჩაითვლება.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ძალიან დაძაბული საჩემპიონო რბოლა იყო, რომელშიც ლივერპული ბოლო ტურებამდე ლიდერობდა, სანამ ჩელსისთან არ დათმო საშინაო შეხვედრა.

ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა ლივერპულის მაშინდელი კაპიტანი სტივენ ჯერარდი, რომელმაც აღნიშნა, რომ ინტერესით აკვირდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

ამ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება ჟოზე მოურინიომაც, ასტონ ვილასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, სხვა მწვრთნელებისგან, მაგალითად, იურგენ კლოპისგან განსხვავებით, მას სიტის და გვარდიოლას მიმართ თანაგრძნობა არ გამოუხატავს: 

"ბევრი კითხვების დასმა არ მსურს, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებლად გაჩნდება კითხვა 2014 წლის პრემიერლიგის ტიტულთან დაკავშირებით".

სიტის დისკვალიფიკაცია ტოტენჰემს და სხვა პრემიერლიგურ კლუბებს კარგ შანსს აძლევს, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდნენ. ტოტენჰემი ამ მომენტში მეხუთე ადგილზეა და სიტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, ლიგაზე მეხუთე ადგილიდანაც გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები