Thumbnail
  • ლაციო 2:1 ინტერი
  • 0:1 - იანგი (44), 1:1 - იმობილე (50), 2:1 - მილინკოვიჩ-სავიჩი (69)

სერია A-ს 24-ე ტურის მატჩში ლაციო რომში უშუალო კონკურენტს - მილანის ინტერს უმასპინძლა და დაძაბული მატჩი მინიმალური სხვაობით - 2:1 მოიგო.

ინტერი კლუბის ინგლისელმა ლეგიონერმა - ეშლი იანგმა დააწინაურა, თუმცა რომაელებმა მატჩის შემობრუნება ჩირო იმობილეს და მილინკოვიჩ-სავიჩის გოლებით მაინც შეძლეს.

ეშლი იანგი, თანამემამულის - დევიდ პლატის შემდეგ პირველი ინგლისელი გახდა, რომელმაც სერია A-ში ლაციოს გაუტანა, პლატმა ეს 1995 წელს სამპდორიაში თამაშისას შეძლო.

შემდეგ ტურში ლაციო გასვლაზე ჯენოას ეთამაშება, ხოლო კონტეს ინტერი სან სიროზე სამპდორიას უმასპინძლებს. რომაელებს იუვენტუსამდე მხოლოდ 1 ქულა აშორებთ...

📺 ლაციო 2:1 ინტერი

კომენტარები

ბოლო ამბები