Thumbnail
  • გენო პეტრიაშვილმა ევროპირველობა კარიერაში მეორედ მოიგო
  • ქართველმა ფალავანმა ყველა შეხვედრაში დამაჯერებლად იმარჯვა

25 წლის ქართველმა ფალავანმა გენო პეტრიაშვილმა მორიგი ჯილდო მოიპოვა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი ამჯერად ევროპის 2020 წლის ჩემპიონი გახდა.

📺 გენო პეტრიაშვილი 11:0 რობერტ ბარანი

პეტრიაშვილმა იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ ტურნირზე გადამწყვეტი ორთაბრძოლა პოლონელ რობერტ ბარანთან ჩაატარა და პირველივე პერიოდში 11:0 გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ გენო ფინალამდეც დამაჯერებლად მივიდა. მან გზიდან ესპანელი ხოსე კუბა ვასკესი (10:0), რუსი ბალდან ციჟიპოვი (11:0) და უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი (7:2) ჩამოიცილა.

აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე კარიერაში მხოლოდ მეორედ (პირველად 2016 წელს) იმარჯვა, მსოფლიოს ჩემპიონატი კი 3-ჯერ აქვს მოგებული.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობა 4 მედლით დაასრულა. პეტრიაშვილის გარდა, კვარცხლბეკზე ბექა ლომთაძე (61 კგ. ვერცხლი), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ. ბრინჯაო) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ. ბრინჯაო) ავიდნენ.

საბოლოო ჯამში, საქართველომ 95 ქულა მოაგროვა და გუნდურ ჩათვლაში თურქეთთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილები გაინაწილა, პირველი რუსეთი (186) იყო, მეორე კი – აზერბაიჯანი (116).

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები