Thumbnail

მწითური კვარცხლბეკზე ვერ ავიდა - ქართველმა მოჭიდავემ პასიურობის გამო წააგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ირაკლი მწითური ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა
  • ქართველმა ფალავანმა შარშანდელ ევროპირველობაზე მე-3 ადგილი დაიკავა

24 წლის ქართველმა მოჭიდავე ირაკლი მწითურმა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილისთვის ორთაბრძოლა წააგო და კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გადამწყვეტი ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ ასლანბეკ ალბოროვთან ჩაატარა და 0:2 დამარცხდა, ამასთან, ორივე ქულა პასიურობის გამო დათმო.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ტურნირში კვალიფიკაციიდან ჩაება, სადაც კოსოვოელ ედონ შალას 12:0 სძლია, მეოთხედფინალში მოლდოველ გეორგი რუბაევს 7:5 მოუგო, ნახევარფინალში კი თურქ სულეიმან კარადენიზთან 1:6 დამარცხდა.

ცნობისთვის, მწითურს შარშანდელ ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი ჰქონდა აღებული და მსოფლიოს ჩემპიონატზეც მე-3 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები