Thumbnail

კენჭაძე ბრინჯაოს პრიზიორია – მორიგი მედალი ევროპის პირველობაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ავთანდილ კენჭაძემ ბულგარელ მეტოქეს წმინდად აჯობა
  • ქართველი ფალავანი ბრინჯაოს მედალს უკვე მესამედ დაეუფლა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ავთო მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ბულგარელ მიროსლავ კიროვს გაეჯიბრა და ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

24 წლის ქართველი ფალავანი 8:0 დაწინაურდა, შემდეგ კი, მეტოქე შებოჭა და სუფთა გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ კენჭაძემ იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ტურნირის მერვედფინალში სომეხ ჰრაირ ალიხანიანს 9:2 სძლია, მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტ მაგომედრასულ გაზიმაგომედოვთან (რუსეთი) 0:11 წააგო, რეპეშაჟში კი ასევე 11:0 ესპანელ ხონატან ალვარეს დიაზს აჯობა.

ცნობისთვის, ავთანდილმა ევროპირველობებზე უკვე მე-3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი უმაღლესი შედეგი კი ვერცხლი გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები