Thumbnail

მარცხი ფინალში - ლომთაძის ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბექა ლომთაძემ გადამწყვეტი შერკინება რუს მოჭიდავესთან წააგო
  • ქართველმა ფალავანმა ევროპირველობის ვერცხლი უკვე მეოთხედ მოიპოვა

28 წლის ქართველი მოჭიდავე ბექა ლომთაძე იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

ქართველი ფალავანი ფინალში რუს ალეკსანდრ ბოგომოევს გაეჯიბრა და დრამატულ ორთაბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ბექა ტურნირში გუშინ ჩაება და საწყის რაუნდებში რუმინელი ნიკოლაი ოხლოპკოვი (10:0) და მოლდოველი ლეონიდ კოლესნიკი (10:0) იოლად დაამარცხა, ყველაზე დიდი ბრძოლა კი ნახევარფინალში გადახდა, სადაც აზერბაიჯანელ ინტიგამ ვალიზადას 2:1 სძლია.

ცნობისთვის, ლომთაძემ ევროპირველობის ფინალში უკვე მეოთხედ (!) წააგო, მის კარიერაში ყველაზე წარმატებული კი შარშანდელი მსოფლიოს პირველობა იყო, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები