Thumbnail

'მესმის პეპის და ბიჭების' - კლოპმა სიტის დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

იურგენ კლოპი მანჩესტერ სიტის ამბავს გამოეხმაურა, როგორც იცით კლუბი უეფამ 2 წლით ევროტურნირებიდან მოკვეთა და კლოპმა სწორედ ამ ფაქტზე გააკეთა კომენტარი.

"ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის, წარმოვიდგინე როგორი რთული გადასატანი ამბავია. რეგულაციებში ვერ ვერკვევი, მაგრამ რაშიც ვერკვევი, იქიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ გუარდიოლას სიტი საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს."

"სიმართლე გითხრათ, შევდივარ პეპის და ბიჭების მდგომარეობაში - მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ, უბრალოდ თავის საქმეს საუკეთესოდ აკეთებენ. გვარდიოლამ პრემიერლიგაში ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის თამაშის სტილი და ეს დასაფასებელია."

კომენტარები

ბოლო ამბები