Thumbnail
  • გიორგი ჭანტურიამ საბურთალო დატოვა
  • ინფორმაცია პოპსპორტს კლუბის პრესსამსახურმა დაუდასტურა

საბურთალო ახალი სეზონისთვის ესპანეთში ემზადება. თბილისური კლუბი ყურადღების ცენტრშია მოქცეული. დაახლოებით ერთი თვის წინ, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია ცეცაძე წარადგინეს, რასაც გიორგი ჭანტურიას ტრანსფერი მოჰყვა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია გუნდში არსებული დაძაბული ვითარების შესახებ, რასაც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ცეცაძის გათავისუფლება მოჰყვა, სულ ახალი ინფორმციით კი გუნდი ჭანტურიამაც დატოვა.

გიორგი ჭანტურია საბურთალომ ცოტა ხნის წინ, 31 იანვარს წარადგინა

როგორც თბილისური კლუბის პრესსამსახურმა გვამცნო, გიორგი ჭანტურიასთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. 26 წლის თავდამსხმელს დაბრუნების შემდეგ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია საბურთალოს შემადგენლობაში. გუნდში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით, კლუბის წარმომადგენლები განმარტებას ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები