Thumbnail
  • მანჩესტერ სიტი, შესაძლოა, პრემიერლიგამაც დასაჯოს
  • ‘ქალაქელებს’ 2014 წლის ტიტულის დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ

უეფასგან უმკაცრესი სასჯელის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონ მანჩესტერ სიტის საქნციები პრემიერლიგისგანაც ემუქრება. ინგლისური მედიის ინფორმაციით, კლუბის ბალანსებს და ბუღალტერიას პრემიერლიგის შესაბამისი კომისიაც ამოწმებს და შესაძლოა, სიტი დაისაჯოს.

ინგლისური გამოცემები წერენ, რომ სასჯელის სახით მოსალოდნელია ყველაფერი - ქულების დაკლებით დაწყებული, ვიდრე 2014 წლის ჩემპიონობის ჩამორთმევამდე. გამოძიება 2012-დან 2016 წლამდე პერიოდს ეხება. სწორედ ამ პერიოდში დარღვევების გამო დასაჯა მანჩესტერ სიტი უეფამ - როგორც იცით, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი მომდევნო ორ სეზონში ევროტურნირებიდან მოიკვეთა. 

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები