Thumbnail

მამუკელაშვილის შეტევით გაიხსნა – სეტონ ჰოლმა ჩამორჩენა ვერ აღმოფხვრა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სანდრო მამუკელაშვილმა ამჯერად მხოლოდ 7 ქულა ჩააგდო
  • სეტონ ჰოლი 10 მოგებითა და 3 მარცხით ლიდერობას ინარჩუნებს

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლს NCAA-ში ზედიზედ 10 მოგება ჰქონდა, ბოლო ხუთ შეხვედრაში კი მე-3 მარცხი განიცადა.

სეტონ ჰოლი ამჯერად პროვიდენს ფრაიარსს ესტუმრა და 71:74 წააგო. საინტერესოა, რომ მატჩი სწორედ ქართველი კალათბურთელის ზუსტი შეტევით დაიწყო, თუმცა, შემდეგ უცნაური ამბავი მოხდა და პროვიდენსი 20:2 დაწინაურდა.

დარჩენილ დროში სანდროს გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა და მასპინძელთა დაწევაც მოახერხა, თუმცა, საბოლოოდ, მარცხს მაინც ვერ გადაურჩა.

მამუკელაშვილმა მოედანზე 21 წუთი გაატარა და 7 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

სტუმრებს 27 ქულით მაილს პაუელმა ულიდერა, შეხვედრის გმირი კი მასპინძელთა წამყვანი მოთამაშე ალფა დიალო გახდა, რომელმაც 35 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

სეტონ ჰოლს ბიგ ისთის კონფერენციაში 10 მოგება და 3 წაგება მოუგროვდა და ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა, მომდევნო შეხვედრას კი 20 თებერვალს ბატლერთან ბულდოგსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები