Thumbnail
  • ALL STAR-ის უიქენდის მეორე დღე
  • ჩატენვების კონკურსის გამოხმაურება
  • ჟიურის გადაწყვეტილებას ბევრი აკრიტიკებს

ოლ სტარის უიქენდის მეორე დღეს ყველაზე პოპულარული, ჩატენვების კონკურსი დერიკ ჯონსმა (მაიამი) მოიგო და ამას ბევრი არ ეთანხმება. მან ფინალში აარონ გორდონი (ორლანდო მეჯიქი) დაამარცხა. კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ დუაიტ ჰოვარდი (ლეიკერსი) და პეტ კონოტონი (მილუოკი).

ჩატენვების კონკურსი დერიკ ჯონსმა მოიგო

ჟიურის (დუეინ უეიდი, რეპერი Common, WNBA-ს ლეგენდა კენდის პარკერი, მსახიობი ჩედვიკ ბოუზმანი, NBA-ს ლეგენდა სკოტი პიპენი) გადაწყვეტილება ბევრმა გააკრიტიკა, მათ შორის ლებრონ ჯეიმსმაც. ლეიკერსის სუპერვარსკვლავს მიაჩნია, რომ Slam Dunk Contest-ში გამარჯვებას ორივე ფინალისტი იმსახურებდა - ჯონსიც და გორდონიც.

“დღეს, ჩატენვების კონკურსს ორი გამარჯვებული უნდა ჰყოლოდა. აუცილებლად! ორივემ მაგარი შოუ აჩვენა. პროფესიონალი დანკერები არიან!” - დაწერა ლებრონმა ‘ტვიტერზე’.

“არ მჯერა. აარონ გორდონს გამარჯვება მოპარეს,” - ეს ტერენს როსის სიტყვებია.

ESPN წერს, რომ გორდონს უკვე მეორედ წაართვეს ტიტული - პირველად 2016 წელს და მეორედ ახლა.

“როცა დანქს ტაკო ფოლზე აკეთებ, უნდა მოიგო!” - ეს ორლანდო მეჯიქის პოსტია

“ბოლოს და ბოლოს, მიეცით ჩემს კაცს ტიტული” - დაპოსტა სუპერბპულის საუკეთესო მოთამაშემ, კანზას სიტი ჩიფსის კვოტერბეკმა პატრიკ მაჰოუმსმა.

შეგახსენებთ, რომ ჩატენვების კონკურსის ფინალური ეტაპის პირველ ორ რაუნდში გორდონმაც და ჯონსმაც მაქსიმალური შეფასება, 100-100 ქულა მიიღეს, ჩემპიონი კი ორი დამატებითი ჩატენვის შემდეგ გამოვლინდა. ფინალის საბოლოო შედეგი კი ასეთია: 198:197 ჯონსის სასარგებლოდ. ჯონსმა გამარჯვება მას შემდეგ მოიპოვა, რაც გორდონმა ტაკო ფოლზე (სიმაღლე: 226 სმ) დანქი შეასრულა და ამაში მხოლოდ 47 ქულა მიიღო. მართალია, გორდონი მას შეეხო, მაგრამ დანქი კარგად შეასრულა და მიუხედავად ამისა, ჟიურიმ 47 ქულა დაუწერა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები