Thumbnail

ზედიზედ მესამე მოგება UFC-ში! დვალიშვილმა კეისი კენი დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-5 ბრძოლა გამართა
  • მისი მეტოქე 28 წლის კანადელი კეისი კენი იყო

ამერიკაში ნიუ მექსიკოს შტატში UFC-ის მორიგი ბრძოლები გაიმართა. მერაბ დვალიშვილმა რიგით მე-5 ბრძოლა ჩაატარა. მისი მეტოქე კანადელი კეისი კენი იყო, რომელიც წონის TOP 15-ში შემავალი მებრძოლი იყო. კეისი კენის, მერაბის მსგავსად, UFC-ში ბოლო 2 ბრძოლა მოგებული ჰქონდა.

ქართველმა მებრძოლმა პირველ რაუნდში მეტოქეს აშკარად აჯობა. მერაბმა რამდენიმე დარტყმა განახორციელა და კენი ოქტაგონზე რამდენჯერმე დაახეთქა.

მერაბმა მეორე რაუნდშიც რამდენიმე კარგი დარტყმა განახორციელა და რაუნდის მიწურულს მეტოქე პარტერში კიდევ ერთხელ გადაიყვანა, სადაც ასევე რამდენიმე დარტყმა შეასრულა. მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ, მერაბს ბოლო 5 ბრძოლაში მეტოქეები 35-ჯერ ჰყავს ოქტაგონზე დაგდებული.

დვალიშვილი მესამე რაუნდშიც გამორჩეული იყო. გადამწყვეტი რაუნდი სწორედ მისი სრული დომინაციით წარიმართა. მერაბი კენის სჯობდა. მან კეისი პარტერში კიდევ 2-ჯერ გადაიყვანა და იქ მეტოქეს კიდევ რამდენჯერმე დაარტყა.

მსაჯების გადაწყვეტილები, მერაბმა მეტოქეს სამივე რაუნდში აჯობა და UFC-ში მესამე გამარჯვება მოიპოვა. დვალიშვილმა ბრწყინვალე ბრძოლა ჩაატარა და UFC-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა.

მერაბი ამ გამარჯვებით რეიტინგში დაწინაურდება და ტოპ 15-ში ადგილს დაიმკვიდრებს, რის შემდეგაც უკვე თავისუფლად შეძლებს ყოფილ ჩემპიონებთან, ან მეორე-მესამე ნომრებთან, დიდი სახელის და რეიტინგის მქონე მებრძოლებთან შეხვედრების ჩატარებას.

კომენტარები

ბოლო ამბები