Thumbnail

გურამ კაშიას საგოლე გადაცემა აიაქსთან, ვიტესი ფეიენოორდს მიუახლოვდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ვიტესი 3:2 აიაქსი

ჰოლანდიის ერედივიზიის 26 ტურის მატჩში, გურამ კაშიას ვიტესმა ამსტერდამის აიაქსს უმასპინძლა და მეორე ადგილოსანი ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდი, შინ 3:2 დაამარცხა.

ვიტესის ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

შეხვედრაში ანგარიში ვიტესის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა - ნავარონე ფოორმა გახსნა, შემდეგ აიაქსიდან მატეო კასეირამ გაათანაბრა, ხოლო 57' წუთზე ვიტესის ბრაიან ლინსენმა დუბლის პირველი გოლი გაიტანა.

სემ დე იონგის გოლს, ბრაიან ლინსენმა მეორე გოლი დაუმატა, საგოლე გადაცემა გამარჯვების გოლში გუნდის ქართველმა კაპიტანმა - გურამ კაშიამ მიითვალა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 3:2 დააფიქსირა.

გურამ კაშია და თანაგუნდელები პირველი გოლის აღნიშვნისას

არნემის ვიტესი 26 ტურის შემდეგ 41 ქულით, ევროპა ლიგის პლეი-ოფის ზონაში მეექვსე ადგილზეა და მეხუთე ადგილოსან ფეიენოორდს 1 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები