Thumbnail
  • რაკოვი 2:2 ლეგია
  • გვილიას საგოლე პასით კანტემ გაიტანა

ვაკო გვილიას ლეგია ექსტრაკლასას 22-ე ტურში რაკოვს ესტუმრა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. გვილია სათადარიგო სკამზე დატოვეს და მოედანზე 54-ე წუთზე შეუშვეს. ვაკომ საგოლე პასი 73-ე წუთზე გააკეთა და ხოსე კანტემ ლეგია დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა 5 წუთში გაათანაბრეს და ქულა მოიპოვეს.

ლეგიას 42 ქულა აქვს და ექსტრაკლასას ლიდერია. ვარშაველთა მომდევნო მეტოქე პოლონეთის ჩემპიონატში იაგელონია იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები