Thumbnail

მარცხი დინამო კიევთან - ჩემპიონმა თურქული შეკრება დაასრულა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დინამო თბილისი 0:2 დინამო კიევი
  • საქართველოს ჩემპიონმა თურქული შეკრება დაასრულა

თურქულ შეკრებაზე დინამო თბილისმა ბოლო მატჩი ითამაშა, დინამო კიევს შეხვდა, რომლისთვისაც ასევე ბოლო საკონტროლო მატჩი იყო შეკრებაზე და 0:2 დამარცხდა. კიეველთაგან გოლები კეძიორამ და რუსინმა გაიტანეს.

დინამო თბილისის სასტარტო შემადგენლობა: კვასხვაძე - ტრუბოჩკინი, სანდოხაძე, ბენიო, კობოური - პაპავა, კუცია, ნინუა - პანგოპი, ორშულა, ქიმაძე.

მეორე ტაიმში დინამოელთა რიგებში ითამაშა ბრაზილიელმა ფორვარდმა პერნამბუკუმ, რომელიც გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები