Thumbnail
  • გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
  • პეტრიაშვილის მეტოქე პოლონელი რობერ ბარანი იქნება

რომში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე,გენო პეტრიაშვილმა ფინალის საგზურის მოპოვება შეძლო. პეტრიაშვილმა, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ნახევარფინალურ ბრძოლაში უკრაინელი ალექსანდრ ხოციანკოვი 7:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე პოლონელი რობერ ბარანი იქნება.

ირაკლი მწითური (92კგ) დაძაბულ ბრძოლაში თურქ კარადენიზთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ბოლო წამებამდე ანგარიში 2:1 იყო, რის შემდეგაც ირაკლიმ გარისკა და მეტოქემ 4 ქულა აუღო. ქართველი ნახევარფინალში 1:6 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები