Thumbnail

ლომთაძე ფინალშია! ბექას ოქროსთვის ბრძოლაში რუსი მეტოქე ელის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბექა ლომთაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
  • ლომთაძის მეტოქე რუსი ალექსანდრ ბოგომოევი იქნება

რომში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, ბექა ლომთაძემ ფინალის საგზურის მოპოვება შეძლო. ლომთაძემ, რომელიც 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ნახევარფინალურ ბრძოლაში აზერბაიჯანელ ინტიგამ ვალიზადას 2:1 აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი ალექსანდრ ბოგომოევი იქნება.

ავთანდილ კენჭაძე (74კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე რეპეშაჟში ესპანელი ხონათან ალვარეს დიას იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, ავთანდილის მეტოქე ბულგარელი მიროსლავ კიროსი იქნება. სამწუხაროდ, დავით მარსაგიშვილის დამმარცხებელმა მოჭიდავემ ფინალში გასვლა ვერ შეძლო და მარსაგიშვილიც რეპეშაჟში ვერ გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები