Thumbnail
  • ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში 3 ქართველი მოჭიდავე გავიდა
  • ორს კი რეპეშაჟის შანსი აქვთ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს. სამი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა, ხოლო ორს რეპეშაჟში გადასვლის შანსი აქვს.

ბექა ლომთაძემ (61) აშკარა უპირატესობით მოუგო მოლდაველ კოლესნიკს (10:0) და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ინტიგამ ვალიზადას შეხვდება.

ბექა ლომთაძემ (61 კგ) აშკარა უპირატესობით 10-0 მოუგო მოლდაველ კოლესნიკს

ბექა ლომთაძემ (61 კგ) აშკარა უპირატესობით 10-0 მოუგო მოლდაველ კოლესნიკს და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 15 თებერვალი, 2020

ირაკლი მწითურმა (92 კგ) დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრი, მოლდოვის სახელით მოასპარეზე, გიორგი რუბაევი (7:5) და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში თურქ კარადენიზს შეხვდება.

დავით მარსაგიშვილი და ავთანდილ კენჭაძე რეპეშაჟში იმ შემთხვევაში იჭიდავებენ, თუ მათი მომგები მოჭიდავეები ფინალში გავლენ.

ნახევარფინალშია გენო პეტრიაშვილი, რომელმაც რუსი ბალდან ცზიპოვი 11:0 გაანადგურა, ფინალში გასასვლელად ოლექსანდრ ხოციანკოვს დაუპირისპირდება.

გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) აშკარა უპირატესობით 11-0 დაჯაბნა რუსი ციჟიპოვი

გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) აშკარა უპირატესობით 11-0 დაჯაბნა რუსი ციჟიპოვი და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში უკრაინელ ხოციანივკის დაეჭიდება. ნახევარფინელები 19:45 საათზე სილკ უნივერსალზე Live! https://unitedworldwrestling.org/event/european-championships-19?tab=results

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 15 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები