Thumbnail

ყვარლის დურუჯის სტადიონი უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მსოფლიოს ცნობილი საფეხბურთო გამოცემები ყვარლის დურუჯის არენაზე წერენ
  • SPORTBIBLE-მა და DREAM TEAM-მა სტადიონი 14 მილიონ ადამიანს გააცნეს

მსოფლიოს ორი ძალიან ცნობილი გამოცემა, DREAM TEAM და SPORTBIBLE ყვარლის დურუჯის სტადიონის ფოტოებს აქვეყნებს. დურუჯი მე-5 ლიგაში თამაშობს, მისი სტადიონი კი ძველი,  XVI-XVIII საუკუნეების ციხესიმაგრის გალავანშია მოქცეული.

უცხოური გვერდები სწორედ ამ თემით დაინტერესდნენ და წერენ, რომ ყვარლის დურუჯი ისეთ სტადიონზე ასპარეზობს, რომელიც ციხესიმაგრეშია მოქცეული.

ორივე გვერდს ჯამში 14 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო პოსტები ყვარლის დურუჯზე ჯამში 30-ათასმა მომხმარებელმა მოიწონა. 1000-ზე მეტმა მომხმარებელმა ფოტო გააზიარა.

📋 მეტი ამ თემაზე:

DREAM TEAM-ის მკითხველი თომას კალვერტი ფოტოს კომენტარში წერს: "საქართველო მშვენიერია და იქ გასაოცარი ხალხი ცხოვრობს. ჭაჭას და შქმერულს დავაგემოვნებდი ახლა".

კიდევ ერთი მკითხველი წერს, რომ ხალხმა ფსონი დურუჯის მოგებაზე უნდა დადოს, რადგანაც ისინი ამ ციხესიმაგრიდან მოგებულს არავის გაუშვებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები