Thumbnail

'კომბინაცია ვარჯიშზე დავამუშავეთ' - ტაბუცაძე ბორჯღალოსნებში თავის პირველ ლელოზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აკაკი ტაბუცაძემ ნაკრებში პირველსავე მატჩში შეძლო ლელოს დადება
  • მან რაგბის კავშირთან პირველ კეპსა და სადებიუტო ლელოზე ისაუბრა

22 წლის აკაკი ტაბუცაძემ 9 თებერვალს ბორჯღალოსნების კვართით პირველი შეხვედრა ჩაატარა და ეს ფაქტი მადრიდში, ესპანეთის ნაკრებთან მე-20 წუთზე გატანილი ლელოთი აღნიშნა.

აბჟანდაძის სუპერპასი და ტაბუცაძის სადებიუტო ლელო ნაკრებში

აბჟანდაძის სუპერპასი და ტაბუცაძის სადებიუტო ლელო ნაკრებში

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 09 თებერვალი, 2020

ტაბუცაძემ რაგბის კავშირთან ნაკრებში პირველ კეპსა და სადებიუტო ლელოზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ესპანეთთან ცუდად არ უთამაშია და არც განსაკუთრებული რამ გაუკეთებია.

აკაკი ტაბუცაძე: "ნაკრებში დებიუტს თან ახლდა პასუხისმგებლობა და ცოტა ნერვიულობაც, რომელიც თამაშის დაწყებასთან ერთად გაქრა. ლელოს ეპიზოდში თედომ ძალიან კარგად შეასრულა დარტყმა და ბურთი პირდაპირ ხელში ამიხტა.

ჩემი საქმე მხოლოდ გაქცევა იყო. ეს კომბინაცია ვარჯიშებზე გვქონდა დამუშავებული, რადგან ესპანეთის წინა თამაშებში ვნახეთ, რომ ზურგს უკან სივრცეებს ტოვებდნენ და დავალება გვქონდა, ფეხით გვეთამაშა. ნორმალური თამაში მქონდა. უკეთაც შემიძლია და იმედია, ამას მომავალში დავამტკიცებ".

22 თებერვალს ბორჯღალოსნები "აია არენაზე" ბელგიას ეთამაშებიან. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება. ტაბუცაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

აკაკი ტაბუცაძე: "ბელგიის ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ჩვენ ბევრად უკეთესი გუნდი ვართ და დარწმუნებული ვარ, მომავალ შეხვედრაში უპირატესობა გვექნება".

კომენტარები

ბოლო ამბები