Thumbnail
  • ჯაბა ბრეგვაძის გუნდი ახალზელანდიურ ჩიფსთან დამარცხდა
  • ქართველმა მორაგბემ მიმდინარე სეზონში მეორე ლელო დადო

სუპერ რაგბის მე-3 ტურში ჯაბა ბრეგვაძის სანვულვზმა ახალზელანდიურ ჩიფსს უმასპინძლა და 26 ქულით, 17:43 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში ჯაბა ბრეგვაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის მატჩის 62-ე წუთზე შეცვალეს.

ბრეგვაძემ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ლელო დადო და მიმდინარე სეზონში მეორედ გამოიჩინა თავი. მან პირველი ლელო პირველ ტურში ავსტრალიურ რებელსს დაუდო და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ეს სუპერ რაგბის ისტორიაში მესამე ქართული ლელოა და სამივე ჯაბა ბრეგვაძის ანგარიშზეა. ჯაბამ 2018 წელს რედსის წინააღმდეგ გამოიჩინა თავი.

სანვულვზს 4 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა. ბრეგვაძის გუნდი მომდევნო ტურში სწორედ რედსს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები