Thumbnail

მანჩესტერ იუნაიტედი პოლ პოგბას გაყიდვას ჩქარობს - ფრანგის ორი ვარიანტი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ იუნაიტედს სურს, რომ 26 წლის ფრანგი ევრო 2020-ის დაწყებამდე გაასხვისოს
  • ინგლისური კლუბი ნახევარმცველში სულ ცოტა 100 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებს

მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა, გუნდის ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა გაყიდოს და ეს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე განახორციელოს.

ამრიგად, ინგლისურ კლუბს ფრანგის გაყიდვით თანხის მიღება ევრო 2020-ის დაწყებამდე იმის გამო სურს, რომ მიღებული თანხა ტურნირის დასრულებისთანავე ოპერატიულად დახარჯოს თავისი სატრანსფერო მიზნების მისაღწევად. 

როგორც ჩანს, სულშერმა პოლზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნია

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ოლე გუნარ სულშერის სამიზნეები ეს ფეხბურთელები იქნებიან: დორტმუნდის ბორუსიას გარემარბი ჯეიდონ სანჩო, ლესტერის მცველი ჯეიმს მედისონი, ასტონ ვილას ნახევარმცველი ჯეკ გრილიში და ტოტენჰემის საყრდენი ერიკ დაიერი.

რაც შეეხება პოლ პოგბას, 26 წლის ნახევარმცველზე მთავარი პრეტენდენტები მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსია. ამასთან, პოგბას უკვე უთამაშია ტურინული კლუბის მაისურით, სადაც 2012-16 წლეში გამოდიოდა, რის შემდეგაც ინგლისურ კლუბში 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ფეხბურთელის აგენტის თქმით, პოლი იტალიაში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში

ცოტა ხნის წინ იუწყებოდნენ, რომ ინგლისურ კლუბს ფეხბურთელში 140 მილიონ ევროს მიღება სურდა, ამჟამად კი პოტენციური ტრანსფერის თანხად 100 მილიონს ასახელებენ.

პოგბას მანჩესტერ იუნაიტედტან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ დიდი ხანია საუბრობენ, რომ ფრანგს კლუბის შეცვლა სურს. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, პოლმა სულ 7 მატჩში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები