Thumbnail
  • ეუპენი 2:3 გენტი
  • ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა ეუპენთან

გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის გენტი ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში ეუპენს ესტუმრა და 3:2 მოიგო. ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის 68-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა.

პირველი ნახევარი 2:2 დასრულდა - სტუმართა მხრიდან დუბლი კანადელმა ჯონათან დევიდმა შეასრულა. ჩაკვეტაძემ მატჩის 84-ე წუთზე საჯარიმოში ჩააწოდა და ალესიო კასტრო მონტესს გაატანინა, რითიც გენტმა 3 ქულა მოიპოვა.

ქართველების კლუბს 52 ქულა აქვს და ბრიუგეს 6 ქულით ჩამორჩება. გენტი მე-2 ადგილზეა და მომდევნო ტურში სენტ ტრუიდენს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები