Thumbnail
  • ტენერიფე 85:87 ანდორა
  • გიორგი შერმადინის 19 ქულა და 4 მოხსნა

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ესპანეთის თასის მეოთხედფინალში ანდორასთან 2 ქულით, 85:87 წააგო და თასის გათამაშებას გამოეთიშა. გიორგიმ ყოფილ გუნდს 23 წუთში 19 ქულა ჩაუგდო და ბურთი ფარიდან 4-ჯერ მოუხსნა. მან 11-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

ანდორას რიგებში საუკეთესო დეიან ტოდოროვიჩი იყო. სერბმა ტენერიფეს 20 ქულა ჩაუგდო. ანდორას მეტოქე ნახევარფინალში უნიკახასა და სარაგოსას შორის გაირკვევა. მეორე ნახევარფინალში ვალენსია რეალს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები