Thumbnail
  • ფინანსების ექსპერტმა მანჩესტერ სიტის ზარალი დაითვალა
  • უეფას სასჯელი კლუბზე, შესაძლოა, კრიტიკულად აისახოს

უეფამ მანჩესტერ სიტი ფინანსური ფეირ-პლეის რამდენჯერმე დარღვევის გამო მკაცრად დასაჯა - ინგლისური გრანდი ევროტურნირებიდან 2 წლით მოიკვეთა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ვერ იასპარეზებს. ‘ქალელები’ ამ განაჩენს გაასაჩივრებენ, მაგრამ წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

2 წელი ევროტურნირების გარეშე - მანჩესტერ სიტისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმაა როგორც სპორტული თვალსაზრისით, ისე ფინანსურადაც!

ფინანსების ექსპერტ კირან მაგუაირის თქმით, ევროტურნირებიდან 2-წლიანი დისკვალიფიკაციის გამო მანჩესტერ სიტი დაახლოებით 300 მილიონ ფუნტს დაკარგავს, რაც დაახლოებით 361 მილიონი ევროა.

📋 მეტი ამ თემაზე:

“მანჩესტერ სიტი უეფასგან ვეღარ მიიღებს დაახლოებით 100 მილიონ ფუნტს ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობისთვის. ამას უნდა დავუმატოთ საშინაო მატჩებიდან შემოსავლის დაკარგვაც, რაც დაახლოებით 30-40 მილიონი ფუნტია. რაკი ჩემპიონთა ლიგაში აღარ იქნება, სიტისთან ზოგიერთი სპონსორი შეწყვეტს თანამშრომლობას. ერთ სეზონში 150 მილიონი ფუნტის დაკარგვა სიტის მომავალზე, შესაძლოა, კრიტიკულად აისახოს,” - განაცხადა მაგუაირმა Sky Sports-ის ეთერში.

კომენტარები

ბოლო ამბები