Thumbnail
  • თამაზ მჭედლიძემ მონპელიეს ლელო დაუდო.
  • აჟენის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ჩემპიონობის მაძიებელ მონპელიესთან.
  • ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დავით ქუბრიაშვილი მინდორს დაუბრუნა.

ტოპ 14-ის მე-19 ტურის გახსნით შეხვედრაში, თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძის ლიონმა ლევან ჩილაჩავას, მამუკა გორგოძისა და ბადრი ალხაზაშვილის ტულონს უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 15:6 დასრულდა. ლიონის მხრიდან მიქაელ ჰარისმა ხუთი ჯარიმა გაიტანა. მატჩში მონაწილეობა არცერთ ქართველს არ მიუღია, ტრავმებისა და სანაკრებო მატჩების გამო. ლიონს 51 ქულა აქვს, კლუბი მეშვიდე ადგილს იკავებს და ერთი ქულით ჩამორჩება მე-5 ადგილზე მყოფ ტულონს.

ვასილ კაკოვინის რასინგმა კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის ბრივი 17:13 დაამარცხა. მატჩი დაძაბული გამოდგა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 17:10 მოიგეს. მეორე ტაიმში ბრივმა მხოლო ჯარიმის გატანა მოახერხა და ბონუსქულა აიღო. ვასილ კაკოვინი მასპინძელთა რიგებში სათადარიგო იყო. ის მინდორზე 53-ე წუთზე შემოვიდა. რაც შეეხება სტუმართა ქართველ ლეგიონერებს, კარლენ ასიეშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ქართველი მორაგბე 55-ე წუთზე შეცვალეს. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა მინდორზე სოსო ბეკოშვილი, რომელმაც ჯეიმს ჯონსტონი შეცვალა. რასინგი ტოპ 14-ში მეორე ადგილზეა. ბრივი 26-ქულით მე-13 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონაშია.

კასტრისა და პოს შეხვედრის ბედი 65-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც ჟულიენ ტომასმა კასტრს ლელო დაუდო, რომელიც კოლინ სლეიდმა გარდასახა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 29:27 დააფიქსირა პოს სასარგებლოდ. პოს 52 ქულა აქვს. გუნდი ამ გამარჯვებით ოთხეულში შევიდა. კასტრსაც 52 ქულა აქვს და კლუბი მე-6 ადგილს იკავებს.

ლაშა ტაბიძის ბორდო ტულუზთან 19:25 დამარცხდა. ტაბიძეს არ უთამაშია. ბორდო მე-9 ადგილზეა. ტულუზმა პირველ სამეულში ადგილი გაიმყარა. კლუბი 57-ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

ვახტანგ ახობაძის, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის აჟენი კოტე მიქაუტაძის, მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის მონპელიეს შეხვდა. მასპინძლებმა მატჩი დაძაბულ ბრძოლა მოიგეს. მასპინძელთა რიგებში თამაზ მჭედლიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო. სტუმრები ორი ლელოთი დაწინაურდნენ. მჭედლიძემ მე-20 წუთზე პირველი საპასუხო ლელოს დადება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მჭედლიძე არ შეუცვლიათ. მან შეხვედრა სრულად ჩაატარა.

მჭედლიძის შეჩერება რამდენიმე მორაგბეს უჭირდა.
ფოტო: FB/Christophe Vindis

დავით ქუბრიაშვილს ერთ წელზე მეტი გაუცდა, ტრავმის გამო. ქუბრიაშვილი მონპელიეს ძირითად შემადგენლობაში იყო. ის 47-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი თეთრაშვილი სათადარიგო შემადგენლობაში იყო, ქართველი მორაგბე მინდორზე 53-ე წუთზე გამოჩნდა. აჟენმა შეხვედრა 31:29 მოიგო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც 31 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილს იკავებს. მონპელიეს ლიდერობა არ დაუკაგავს. კლუბი პირველ ადგილზეა და 61 ქულა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები