Thumbnail
  • უეფამ მანჩესტერ სიტი ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთა
  • რომელი კლუბი გავა ჩემპიონთა ლიგაში ინგლისიდან სიტის ნაცვლად?

მიუხედავად მანჩესტერ სიტის მკაცრად დასჯისა (უეფამ ‘ქალაქელები’ ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთა), ინგლისი ჩემპიონთა ლიგაში 4-გუნდიან კვოტას შეინარჩუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის ელიტარული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მომდევნო სეზონშიც 4 კლუბი ითამაშებს.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ახლა 51 ქულით მეორე ადგილზეა, მე-4 პოზიციაზე მყოფ ჩელსის 25 ტურის შემდეგ 10 ქულით უსწრებს და რთულად წარმოსადგენია, რომ სეზონის ბოლოს საუკეთესო ოთხეულში ვერ მოხვდეს. შესაბამისად, ინგლისის ჩემპიონატიდან ჩემპიონთა ლიგაში მეხუთე ადგილზე გასული გუნდიც გავა (იმ შემთხვევაში, თუ სიტი ოთხეულში დარჩება).

📋 მეტი ამ თემაზე:

პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზე ახლა შეფილდ იუნაიტედია, რომელსაც 39 ქულა აქვს და ბრწყინვალე შანსი უჩნდება, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს. მერე მოდიან ტოტენჰემი, ევერტონი, მანჩესტერ იუნაიტედი და ვულვერჰემპტონი. ლონდონის არსენალი ამ დროისთვის მე-10 ადგილზეა და საუკეთესო ხუთეულამდე 8 ქულა აშორებს.

კომენტარები

ბოლო ამბები