Thumbnail

ფეხბურთის სამყარო სიტის ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთას ეხმაურება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

 უეფას მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მანჩესტერ სიტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს. მანკუნიანელები ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ფინანსური ფეარპლეის დარღვევაში დაადანაშაულა, რის გამოც გვარდიოლას გუნდს უეფამ 2 წლიანი დისკვალიფიკაცია და 30 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

მანჩესტერ სიტი ლეგენდა და 'როკენ-როლა' ფეხბურთელი - როდანი მარში ამბობს, რომ არ გაუკვირდება, თუ შეიხ მანსური ამ გადაწყვეტილების შემდეგ კლუბს გაყიდის.

თუმცა ალბათ არ გაყიდის, რადგან სიტი ამ საქმეს გაასაჩივრებს, თან მანსურს ამ კლუბში 10 წლიანი შრომა და უამრავი მილიონი აქვს ჩადებული...

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა და BBC-ის სახე - გარი ლინეკერი დაინტერესდა კითხვით, თუ ეყოლება ინგლისს 4 გუნდი ისევ ჩემპიონთა ლიგაზე (?), რადგან მომდევნო სეზონებში 'სიტი ოთხეულში აუცილებლად მოხვდება' - როგორც გარი ამბობს...

კი, ალბათ მოხვდება თუმცა შესაძლებელია ლიგაზე მეხუთეადგილოსანი გუნდი დაუშვან, უეფას პრაქტიკაში არამგონია მსგავსი გამონაკლისის დაშვებამ რაიმე სახის პრობლემა შექმნას.

სიტი ამ გადაწყვეტილებას ასე არ დატოვებს, აუცილებლად გაასაჩივრებს და ამას მანკუნიანელები აუცილებლად კარგად გააკეთებენ, მაგრამ Squawka-ს კითხვაზე ჯერ-ჯერობით პასუხი მხოლოდ ერთია - შეფილდ იუნაიტედი!

სტატია განახლებადია...

კომენტარები

ბოლო ამბები