Thumbnail

60-მეტრიანი რეიდი და გეგენავას ლამაზი ლელო იუნკერებთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ყოჩები 22:10 იუნკერები
  • ირაკლი გეგენავას ლელო ყველამ უნდა ნახოს

დიდი 10-ის 2020 წლის პირველ მატჩში ბოლნისის ყოჩებმა თბილისის იუნკერები 22:10 დაამარცხა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.

მატჩის მე-11 წუთზე, ყოჩების მორაგბემ, ირაკლი გეგენავამ ფეხით გადაკიდებული ბურთი საკუთარ ნახევარზე, 10-მეტრიან წყვეტილთან დაიჭირა, მოკლე მონაკვეთში 5 მბოჭავს დაუსხლტა, გზად მეექვსეც ჩამოიცილა და 60-მეტრიანი რეიდი ულამაზესი ლელოთი დაასრულა.

ირაკლი გეგენავას საოცარი ლელო „იუნკერების“ წინააღმდეგ

ირაკლი გეგენავას საოცარი ლელო „იუნკერების“ წინააღმდეგ 😯 🏉

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 14 თებერვალი, 2020

ყოჩები ამ მოგებით მე-7 ადგილამდე (17 ქულა) აღზევდა. იუნკერებს კი 15 ქულა დარჩა და ბოლო ადგილზეა.

ფოტოები: ანი რეხვიაშვილი, დიდი 10

 

კომენტარები

ბოლო ამბები