Thumbnail

'აქ მბაპეს და მესის ყიდვა არ გვჭირდება' - ამბობს ლაიპციგის ემილ ფორსბერგი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფორსბერგი ლაიპციგში ბედნიერია...
  • ლაიპციგი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 20 თებერვალს ტოტენჰემს ეთამაშება

შვედეთის ნაკრების წევრი - ემილ ფორსბერგი რბ ლაიპციგში 2015 წლიდან თამაშობს, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც გუნდი მეორე ბუნდესლიგაში თამაშობდა და მას შემდეგ აღმოსავლეთ გერმანული კლუბის შეუცვლელი წევრია.

28 წლის ნახევარმცველმა დღეს გარდიანთან მიცემულ ინტერვიუში კლუბში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა "ლაიპციგში დემოკრატიაა, ყველას აქვს თავისი აზრი ნებისმიერ პატარა დეტალზე. სწორედ ასე მუშაობს გუნდი" - განაცხადა ფორსბერგმა.

"ყველაფერი სეზონიდან-სეზონამდე უკეთესობიკსენ მიდის - ამას ხალხიც ხედავს და ამ ხალხის სიყვარულს ჩვენც ვგრძნობთ. აქ არ გვჭირდება მესის და მბაპეს ყიდვა, აქ ფეხბურთელებს ვანვითარებთ, აქ თამაში სახალისოა და სწორედ ეს ატმოსფერო ხნის ახალგაზრდის ტალანტს."

 

კომენტარები

ბოლო ამბები